სასტუმრო ”შარდენი”
სასტუმრო ”შარდენი” მდებარეობს თბილისის უძველეს ისტორიულ კულტურულ ცენტრში. გეოგრაფიულად თბილისის ცენტრი ზუსტად ამ ადგილს ემთხვევა. აქედან იწყება ტურისტული ბილიკი ”ნარიყალასკენ”, გარშემო მდებარეობს უამრავი ეკლესია, აგრეთვე სინაგოგა, მეჩეთი. აქვეა ცნობილი შარდენის ქუჩა. სასტუმრო ახლოსაა რუსთაველის პროსპექტთან, თავისუფლების მოდეანთან, მუზეომთან და თეატრთან.
___სასტუმრო ”შარდენი” მოიცავს 18 თანამედროვე, კეთილმოწყობილ ნომერს. ნომრები უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, ინტერნეტით, კონდიცირებისა და გათბობის უახლესი სისტემით, სიგნალიზაციით, მინი ბარით, ფენით, აგრეთვე ბიზნესცენტრით-კომპიუტერით, ფაქსით, ელ-ფოსტით და კოპირების მანქანით.
___სასტუმროს აქვს ძველ თბილისურ სტილში მოწყობილი რესტორანი, ბარი და ღია საზაფხულო კაფე ტერასა, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება თბილისის ისტორიულ ნაწილზე. აქ შემოგთავაზებენ ქართულ და ევროპულ კერძებს განუმეორებელი ქართული ღვინით და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დიდი ასორტიმენტით.
ძვირფსო, სტუმრებო, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მობრძანდით!
 
© 2011 Hotel Sharden. All Rights Reserved